ნახევარ ტონამდე საეჭვო ხორცი და ანტისანიტარია – რა ნახეს სეს-ის ინსპექტორებმა ლილოში

© courtesy of Investigation serviceხორცი
ხორცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უფლებები.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში გამოავლინეს.
საწარმოში ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა.
ბიზნეს-ოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

„სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია) აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში", – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
უწყების ცნობით, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0