შიმშილი, სიმაძღრე და დეფიციტი, რომელიც თავისუფლებაშიც საჭიროა

© photo: Sputnik / Genadiy Avramenko / გადასვლა მედიაბანკშიანდრეი კონჩალოვსკი
ანდრეი კონჩალოვსკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
შიმშილი სიცოცხლეს აგრძელებს. სიმაძღრე სიკვდილთან ახლოსაა. დეფიციტი ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. თავისუფლებაში დეფიციტი საჭიროა, აუცილებელიც კი.
აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ რეჟისორ ანდრეი კონჩალოვსკის გამონათქვამებს მონოლოგიდან „ქვეყნის დასალიერში".
ანდრეი კონჩალოვსკი (1937) თეატრისა და კინოს რუსი და ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, კინომსახიობი, საზოგადო მოღვაწე.
მისი ცნობილი ფილმებია „ძია ვანია", „რომანსი შეყვარებულებზე", „გაქცეული მატარებელი", „ტანგო და კეში", „მარიას საყვარლები", „ლომი ზამთარში" და სხვ.
ცხოვრება – ეს ტკივილია, დიახ. ხესაც ყველაფერი სტკივა. და მაინც ცხოვრება – ეს უფრო სურვილია. ცხოვრება – ეს დეფიციტია. სიუხვე – სიკვდილი. როგორც კი ჩამქრალ მზერას ან ყოველგვარი სურვილის არქონას ხედავთ, მორჩა, სიცოცხლე დამთავრდა. უნდა წააქეზო, წაახალისო შენი სურვილები, სანამ ისინი გაქვს, და ყველაფერი იქნება. შემოქმედებაც და ყველაფერი დანარჩენი. შიმშილი სიცოცხლეს აგრძელებს. სიმაძღრე სიკვდილთან ახლოსაა.
დეფიციტი კმაყოფილების საოცარ შეგრძნებას შობს. როდესაც ვშიმშილობ ან დიეტას ვიცავ, სულ სხვაგვარი დამოკიდებულება მიჩნდება საკვებისა და პურის ნატეხის მიმართ. დეფიციტი ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. თავისუფლებაში დეფიციტი საჭიროა, აუცილებელიც კი.
სიყვარული ალკოჰოლივითაა - მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მიღებულია>>
როგორც კი ადამიანს მთელი თავისუფლება აქვს ამ სამყაროში, ის ცხოველი ხდება.
არ შეიძლება არ იფიქრო სიკვდილზე, უფრო მეტიც, ასაკთან ერთად ეს აუცილებელია. რაც დიდხანს ცხოვრობ, მით უფრო საინტერესოა იმის გაგება, რაც შენთვის საბოლოოა. საბოლოოა შენი გამოვლენილი და გამოუვლენელი არსი... ასე ვიტყოდი, ჰედონიზმი ქრება, როდესაც ხვდები, რომ იქნება ცხოვრება თავისი „პურით არსობისა" და მგალობელი ჩიტებით, მაგრამ შენ გარეშე. რა თქმა უნდა, ეს გაშინებს. მაგრამ ამას უკუაგდებ. შენ ცოცხალი ხარ.
ჩარლზ ბუკოვსკი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
ყველა გენიოსი იბადება, ხოლო მიწაში იდიოტს დებენ...
ადამიანის უფლებები – ეს ქიმერა და ევროპული ცივილიზაციის ცრუ მოძრაობაა. ეს სიცრუის უზარმაზარი დიქტატურაა. ადამიანის უფლებებს არსად არ იცავენ.
ყველა დიდი ცივილიზაცია მოვალეობებზე იგება, არ შეიძლება ადამიანის უფლებები მის მოვალეობებზე მაღლა დააყენო.
მას, ვინც მოვალეობებს არ ასრულებს, არ შეიძლება უფლებები ჰქონდეს. შეხედეთ ჩინურ ცივილიზაციას, ქრისტიანულ ცივილიზაციას – იქ, პირველ რიგში, მოვალეობებია. როდესაც ადამიანი ყველა უფლებას იღებს, ის, უხეშად რომ ვთქვათ, კარგავს ადამიანურ სახეს. რა არის ვალდებულებები? ეს კულტურაა! ჩემი აზრით, ლიბერალურ ევროპულ აზრს უფსკრულისკენ მივყავართ მხოლოდ იმიტომ, რომ ის უფლებებს აფეტიშებს. ესაა გზა ჯოჯოხეთისკენ. ამ მხრივ მე პროგრესის მტერი ვარ.
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>
გლობალიზაცია სახელმწიფოების სუვერენიტეტს ანადგურებს... და ჩვენი მაყურებელი, ჩემდა საუბედუროდ, სულ უფრო ხშირად ხდება კინოამერიკელი. სეანსის დროს ჭამენ პოპ-კორნს. რატომაა ახლა ასეთი ხმაურიანი კინო? იმიტომ, რომ ყველა იცოხნება. ჰოლივუდი კინოს მცოხნელისთვის იღებს. მე კინოს ვიღებ მკითხველისთვის... მასობრიობა დამღუპველია. ადამიანს ინდივიდუალობა ახასიათებს...
ადამიანისთვის ადვილია ცხოვრება, ძალისხმევის გარეშე, ხოლო ძალისხმევის გარეშე ზრდა არ არის. ხშირად ვეუბნები ჩემს შვილს, რომ ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, მართავენ მათ, ვინც არ კითხულობს.
ცეცხლოვანი სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
ადამიანმა დაამტკიცა, რომ ყველაფერზე მბრძანებლობს, გარდა...
ხშირად ვფიქრობ, რატომაა, რომ თუ მაღალია მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი), მაშინ ქვეყანა წარმატებულია, ხოლო დაბალი მშპ კატასტროფის სინონიმია? ეს ხომ დიდი ილუზიაა. შეიძლება იყოს მაღალი მშპ და უბედური ადამიანები. ნორვეგია წარმატებული ეკონომიკის ქვეყანაა და იქ თვითმკვლელობების მაღალი დონეა. ეკონომიკა ციფრებით იზომება, მაგრამ არ იზომება ადამიანების ბედნიერებით. საბაზრო ღირებულება და ადამიანური ფასეულობები სხვადასხვა რამაა.
ჩვენ ყველა ვიცვლებით, არ იცვლებიან მხოლოდ იდიოტები. ასაკთან ერთად სხვა ილუზიები ჩნდება. რატომ ილუზიები? რადგან ყოველ ათ წელიწადში ვამბობთ: რა სულელი ვიყავი. 30 წლისა ფიქრობ, რომ 20 წლისა სულელი იყავი, 40 წლისა ფიქრობ, რომ 30 წლისა მიამიტი იყავი. ასევეა 80 წლის ასაკშიც: ფიქრობ, რომ 70 წლისა ახალგაზრდა იყავი.
წესიერება, ინტელიგენტურობა, აღზრდა: ღირსება, რომელიც წვრილმანებში ვლინდება>>
საჭიროა თუ არა მსახიობისთვის ჭკუა? აქ ყველაფერი რთულადაა. დიდ მსახიობებს კოლოსალური სიბრძნე აქვთ. აიღეთ ინა ჩურიკოვა, ჯულიეტა მაზინა, ანა მანიანი – ყველა დიდი მსახიობია. მაგრამ მათი სიბრძნე ფენომენალურია. დიდი მსახიობი შეიძლება გაუნათლებელიც იყოს, მიამიტიც. მსახიობი შეიძლება სულელი ადამიანიც იყოს, მაგრამ იყოს დიდი მსახიობი. მაგრამ შეიძლება იყოს ჭკვიანი და ცუდი მსახიობი. აქ ერთიანი ფორმულა არ არსებობს. კეშა სმოკტუნოვსკი არ იყო ინტელექტუალური ადამიანი, მაგრამ გენიალური მსახიობი იყო.
ჰერმან ჰესეს სათვალე - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2020
საჩუქრები, რომლებიც სიბერეს მოაქვს
არ შეიძლება მხატვარი უკულტურო ადამიანი იყოს, დღეს ეს სერიოზული პრობლემაა. ყველა სერიოზულმა მხატვარმა კარგად იცოდა მსოფლიო კულტურა. იცოდნენ ტრადიციები, ხოლო ტრადიციები – ეს ხომ ადამიანური სიბრძნეა. ნოვატორობა – ეს უკვე ტრადიციების დარღვევაა. სანამ რამეს დაანგრევ, უნდა იცოდე, რას ანგრევ. ბლოკბასტერი საინტერესო საყურებელია. მაგრამ როდესაც კინო მორჩება, ის მალე გავიწყდება. როდესაც კინო ხელოვნების ნაწარმოებია, მაშინ ფილმის ნახვის შემდეგ ლაპარაკი არ გინდა, გინდა ჩუმად იყო.
იცით, რა არის ყველაზე ძვირფასი რეჟისორისთვის? მაყურებლის დუმილი ფილმის მერე. ეს იმასთან შეხებაა, რასაც სიტყვებით ვერ გამოხატავ. და თქვენ ამბობთ, თავისუფლებაო. საქმე თავისუფლება კი არა, ნიჭია.
ყველა ახალი ამბავი
0