აჭარაში ეკომიგრანტმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართები გაზრდილი დაფინანსებით შეიძინეს

© photo: Sputnik / Stringerსაცხოვრებელი კორპუსი
საცხოვრებელი კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
ეკომიგრანტებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ბათუმში 13 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს უწყებამ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებული თანადაფინანსება 30 ათას ლარამდე გაზარდა. შესაბამისად, აღნიშნულმა ოჯახებმა საცხოვრებელი სახლები გაზრდილი თანადაფინანსებით შეიძინეს.
„2016 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 558-მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არაერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ.
სახლი თუშეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
სახლი კიდევ 130 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა
მისი განცხადებით, წელს აჭარის მთავრობამ დაფინანსება გაზარდა როგორც ეკომიგრანტებისთვის, ისე ხანძრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლის შეძენის ან რეაბილიტაციისთვის.
კერძოდ, ხანძრით დაზარალებული ოჯახების სახლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის თანადაფინანსება 15 ათასი ლარიდან 20 ათას ლარამდე გაიზარდა.
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში აჭარაში წელს საცხოვრებელ ფართებს თანადაფინანსებით ჯამში 100 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია.
წყარო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0