Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კაბინეტში შემიპატიჟა და ვისკი შემომთავაზა...“ - მარიამ კუკუნაშვილი შალვა რამიშვილზე წერს

© Facebook / Mariam Kukunashviliმარიამ კუკუნაშვილი
მარიამ კუკუნაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
მარიამ კუკუნაშვილი შალვა რამიშვილის შესახებ წერს
ბიზნესმენი მაიამ კუკუნაშვილი ჟურნალისტ შალვა რამიშვილზე სოციალურ ქსელში წერს. ბიზნესმენის თქმით, შალვა მან ტელეკომპანია „პოსტტივის“ ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერის შემდეგ გაიცნო, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა.
„გადაცემის შემდეგ პავილიონში შემომხვდა და მის კაბინეტში შემიპატიჟა. პირისპირ დავსხედით და მითხრა, საინტერესო ხარ და ყოველთვის მაინტერესებდა ლაივში გაცნობაო. მადლობის მეტი რა მეთქმოდა. შემდეგ ვისკის ბოთლი გადმოიღო. ჭიქა ვისკიზე უარი ვუთხარი, თავად დაისხა, დალია და საუბარი განაგრძო ჩემზე. - ზებუნებრივი ძალები გაქვს, ფაქტიურად ჯადოქარი ხარ, ვეძმა, ხომ სწორია? - სწორია - აი, ხომ ხედავ, რომ გხედავ - ვხედავ - კაცებს სახეს ახევ და დედას უტ**ავ, ასეა? - ესე ჩანს ალბათ (ნახევრად მძინავს, თან შიგ თვალის გუგებში ვუყურებ) - იმიტომ, რომ სუსტი კაცები გვხვდებიან“, - იხსენებს კუკუნაშვილი რამიშვილის სიტყვებს.
ბიზნესმენი ფიქრობს, რომ იმ ტიპის კაცები როგორებიც არიან მონარცისო, ალკოჰოლ, თუ სექს, ან ნარკოტიკდამოკიდებულები, ანგრევენ ქალებს და ცდილობს ამ ქალებს დაანახოს რა იქნება ამის შედეგი. შალვა რამიშვილს კი მადლობას უხდის გულითადი შეხვედრის, საინტერესო საუბრისა და კეთილი სურვილებისთვის.
„მეც წარმატებები, ქალების გამოღვიძებისა და მუდამ მათი უფლებების სადარაჯოზე….“ - წერს მარიამ კუკუნაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0