გარდაიცვალა მსახიობი რუსუდან კიკნაძე

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
მსახიობი, რომელიც რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა და რომელსაც არაერთ ცნობილ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მოულოდნელად გარდაიცვალა.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ლოს-ანჯელესში ქართველი მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა.
75 წლის მსახიობი ბოლო პერიოდში აშშ-ში ცხოვრობდა.
როგორც კიკნაძის ახლობლები აცხადებენ, ის მოულოდნელად გარდაიცვალა.
რუსუდან კიკნაძე 1946 წლის 7 მარტს დაიბადა.
1969 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: „გიორგობისთვე“ (1966), „ფერისცვალება“ (1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1969), „თვალი პატიოსანი“ (1976), „მონანიება“ (1984), „ფესვები“ (1987), „დანაშაული მოხდა“ (1988) და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0