ქუთაისში ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, პრობლემა აღმოფხვრილია და გაზმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება.
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ავარიული შემთხვევის გამო, ქუთაისში 7 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
გაზმომარაგება გუშინ, გვიან ღამით შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაზის ტრანსპორტორების კომპანიას ტექნიკური შეფერხება ჰქონდა, რამაც წნევის ვარდნა გამოიწვია და აბონენტების ნაწილი გაითიშა.
კომპანია „სოკარჯორჯია გაზის“ ცნობით, დღის ბოლომდე ყველა აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.
წყარო: „პირველი არხი"
ყველა ახალი ამბავი
0