მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მადლობა მობილურ ოპერატორებს: აეროპორტებთან 5G-ანტენების ამუშავება გადაიდო

© photo: Sputnik / Sergey Malgavko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. აშშ-ის მობილურმა ოპერატორებმა აეროპორტების მახლობლად 5G ანძების ამუშავება გადადეს, გაითვალისწინეს რა აეროპორტების ხელმძღვანელების მოწოდება, იუწყება The Wall Street Journal.
გავრცელებული ინფორმაციით, 5G ანძების მონტაჟი აეროპორტებთან 19 იანვარს უნდა დაწყებულიყო.
როგორც ქვეყნის უმსხვილესი ოპერატორები AT&T და Verizon-ი აცხადებენ, აეროპორტების მახლობლად განთავსებულ ანძებს ჯერ არ გაააქტიურებენ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა მათ ამ გადაწყვეტილებისთვის.

„ეს გადაწყვეტილება თავიდან აგვარიდებს პოტენციურად დამანგრეველ შეფერხებებს სამგზავრო გადაზიდვებში, სატვირთო ოპერაციებსა და ჩვენი ეკონომიკის აღდგენაში“, — ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 5G-ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი მწყობრში გრაფიკის თანახმად შევა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
მსოფლიო დღეს
მოსალოდნელია კატასტროფული კრიზისი: აეროპორტები 5G-ს აპროტესტებენ
მანამდე შტატების უდიდესი აეროპორტების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ 5G მოწყობილობების განთავსება აეროპორტებთან ახლოს „კატასტროფულ საავიაციო კრიზისს“ გამოიწვევს ამუშავებიდან დაახლოებით 36 საათში. მათი თქმით, ახალ სერვის C-Band 5G-ს შეუძლია, მწყობრიდან გამოიყვანოს თვითმფრინავები და ქაოსი გამოიწვიოს აშშ-ის მიმართულებით რეისებზე.
აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო სააგენტომ გააფრთხილა ხელისუფლება, რომ დანადგარებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თვითმფრინავების კრიტიკულად მგრძნობიარე ხელსაწყოებზე.
ყველა ახალი ამბავი
0