მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირობა დადებულია: გაქცეული ბანკირი საპროტესტო აქციების ორგანიზებას განაგრძობს

© AFP 2024 / AZAMAT SARSENBAYEVარეულობა ყაზახეთში
არეულობა ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საფრანგეთში გაქცეულმა ყაზახმა ბანკირმა მუხთარ აბლიაზოვმა განაცხადა, რომ კვლავაც განაგრძობს საპროტესტო აქციების ორგანიზებას ყაზახეთში, მაგრამ პირობა დადო, რომ ამას მშვიდობიანად გააკეთებს.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, მოვახდენთ ხალხის მობილიზებას... ძალადობრივად იარაღის გამოყენებით — არა, მშვიდობიანად, ისე, როგორც მე რეგულარულად ვაცხადებ — დიახ“, — განაცხადა აბლიაზოვმა.

მანამდე, 2 იანვარს, სწორედ აბლიაზოვის მოწოდების შემდეგ დაიწყო ყაზახეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომლების 3-4 იანვარს არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა.
ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ცნობით, არეულობისას დაზიანდა 50-ზე მეტი სახელმწიფო და 1300-მდე ბიზნეს-ობიექტი.
აბლიაზოვი უკვე მრავალი წელია, რაც საზღვარგარეთ ცხოვრობს. ყაზახეთში სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კრიმინალური საზოგადოების შექმნასა და BTA Bank-ის თანხების გაფლანგვაში — ზარალი 7,5 მილიარდ დოლარს აღემატება.
არარეგისტრირებული მოძრაობა „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი“, რომელსაც აბლიაზოვი ხელმძღვანელობს, ქვეყანაში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
გარდა ამისა, BTA Bank-ის ყოფილ ხელმძღვანელს დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა 2004 წელს ბიზნესპარტნიორ იერჟან ტატიშევის მკვლელობისთვის. 2019 წელს აბლიაზოვი იყო დიდი საპროტესტო აქციების ინიციატორი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0