Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვაქცინების გამოყენების ვადა: თამარ გაბუნიას განმარტება

© AP Photo / Andreea Alexandruვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
ამ დროისათვის ქვეყანას 500 ათას დოზამდე Pfizer-ის ვაქცინის მარაგი აქვს.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ქვეყანაში ყველა ვაქცინა ვადიანია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ეჭვები ვადებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა. ახლო მომავალში კი ქვეყანა დამატებით ახალ დოზებს მიიღებს.
„ქვეყანაში არის Pfizer-ის 500 ათასზე მეტი დოზა. მოგეხსენებათ Pfizer-მა ცხრა თვე განსაზღვრა მისი ვალიდურობის პერიოდად და ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის ქსელში შემოწმებული, ვადიანი და შესაფერისი ხარისხისაა. ჯანდაცვის სამინისტრო და მარეგულირებელი კომპანია არ დაუშვებს, რომ რაიმე გადაცდომა მოხდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიამ კვლავ მოუწოდა მოქალაქეებს აიცრან და დაიცვან არსებული რეგულაციები.
„ახლა მთავარია მოქალაქეებმა მიიღონ გადაწყვეტილება და გაიკეთონ ვაქცინა. ვისაც უკვე გაკეთებული აქვს პირველი და მეორე დოზა, მობრძანდნენ ბუსტერ-დოზაზე. ეს მოგვცემს საშუალებას უმტკივნეულოდ გავიაროთ „ომიკრონის“ სერიოზული შემოტევა“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის გავრცელება დაიწყო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ შტამით ინფიცირებისგან მხოლოდ ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზა იცავს.
კულუმბეგოვი: კოვიდგადატანილს „ომიკრონით“ ინფიცირების მეტი შანსი აქვს >>
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. შემდეგ ქვეყანამ მიიღო ვაქცინა Pfizer-ი, რომლითაც ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო. გარდა ამისა, 3 აპრილს საქართველომ Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო, რომლის გამოყენებაც 4 მაისიდან დაიწყო, რაც შეეხება Sinovac-ს, ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0