ქობულეთი ზაფხულის სეზონისთვის ემზადება: კურორტი ტურისტებს განახლებული ბულვარით დახვდება

© photo: Sputnik / Seyran Baroyanქობულეთი
ქობულეთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
იგეგმება კურორტის ბულვარის არა მხოლოდ გაგრძელება, არამედ არსებული ნაწილის განახლებაც.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ქობულეთში კურორტის განახლების აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.
აჭარის მთავრობამ ქალაქის პლაჟისა და ბულვარის განახლების, ასევე ახალი ბულვარის მშენებლობის პროექტი ივნისში დაამტკიცა.

„მშენებლობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, გრაფიკის შესაბამისად, ამიტომ ახალ სეზონს ქობულეთი შეხვდება ბულვარის ახალი მონაკვეთით“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მთავრობის მეთაურმა პირადად დაათვალიერა სამუშაოების მიმდინარეობა, რომელიც 2 მილიონი ლარი დაჯდება.
პროექტის ფარგლებში ბულვარი გაგრძელდება, ხოლო არსებული ნაწილი განახლდება.
ასევე განახლდება პლაჟებთან მისასვლელი გზები, ბულვარის მთელ ტერიტორიაზე გაჩნდება ახალი გასართობი და დასვენების ზონები, მათ შორის, სპორტული მოედნები, ამფითეატრი და სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის.
ხელისუფლება ახალი სეზონისთვის ასევე გეგმავს განათების განახლებას და მწვანე ზონების გალამაზებას.
ყველა ახალი ამბავი
0