მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გარდაიცვალა ევროპარლამენტის თავმჯდომარე

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი − Sputnik. იტალიაში 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლი, იუწყება ტელეარხი RaiNews24.
ტელეარხს აღნიშნულის თაობაზე სასოლის პრეს-მდივანმა რობერტო კუილიომ აცნობა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის თავმჯდომარე ქალაქ ავიანოს ონკოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა დილის 03:15 საათზე (თბილისის დროით).
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავიდ სასოლი 26 დეკემბერს დააწვინეს საავადმყოფოში იმუნური სისტემის დისფუნქციით გამოწვეული სერიოზული გართულებების გამო.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე პირველად გასული წლის სექტემბერში მოათავსეს სტრასბურგის საავადმყოფოში ფილტვების ანთების გამო, რაც COVID-19-ს არ უკავშირდებოდა. შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა.
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი აღარ დააყენებდა საკუთარ კანდიდატურას ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.
დავიდ სასოლი ფლორენციაში დაიბადა 1956 წლის 30 მაისს. მოღვაწეობა მან ჟურნალისტობით დაიწყო. მუშაობდა ჯერ რომში გამომავალ გაზეთ Il Tempo-ში, შემდეგ კათოლიკურ საინფორმაციო სააგენტო Asca-სა და გაზეთ Il Giorno-ში, 1992 წლიდან კი − სახელმწიფო ტელეარხ Rai-ში.
დიდ პოლიტიკაში დავიდ სასოლი 2009 წელს მოვიდა, როდესაც ის ევროპარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მას 2019 წლიდან ეკავა.
წყარო: RaiNews24.
ყველა ახალი ამბავი
0