საქართველოს სამი მოქალაქე დღეს დაბრუნდება ყაზახეთიდან: რიგში კიდევ 60 კაცია

© REUTERS / MARIYA GORDEYEVAვითარება ყაზახეთში
ვითარება ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. დღეს ქუთაისი-ნურ-სულთანის ავიარეისით საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. რეისს კომპანია FlyArystan-ის კუთვნილი თვითმფრინავი შეასრულებს.
აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ნანა ბარამიძის ინფორმაციით, ბორტზე სულ 68 მგზავრი იმყოფება. დანარჩენ მგზავრებს ავიაკომპანია უკან დააბრუნებს ყაზახეთის დედაქალაქში.
იმ შემთხვევაში კი, თუ აქტაუს მიმართულებით რეისი შესრულდება, როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, სამშობლოში დაბრუნებას საქართველოს 60 მოქალაქე გეგმავს.
საგარეო უწყების ცნობით, ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში.
ვითარება ყაზახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
მსოფლიო დღეს
ყაზახეთში არეულობას 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2022 წლის პირველ დღეებში დაიწყო - ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები თხევად ნავთობ-გაზზე ფასების ორჯერ გაზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. მოგვიანებით პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, მათ შორის ალმათიში. ქვეყნის ძველ დედაქალაქსა და რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში დაიწყო ძარცვა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, იარაღის დატაცება. ხელისუფლებამ ქვეყანაში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
გაეროს მონაცემებით, ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 1000-მდე ადამიანი დაშავდა. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 18 ძალოვანი.
5 იანვრის დილით ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭოს პირველ სხდომაზე ტოკაევმა ყაზახეთში შექმნილი ვითარება სახელმწიფოს მთლიანობის ხელყოფად შეაფასა და„ტერორისტული საფრთხის დაძლევაში“ დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სთხოვა. ორგანიზაციის საბჭომ მალევე მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები — ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0