Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში: 6 იანვრის მონაცემები

© AP Photo / Vadim Ghirdaპანდემია
პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.567-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 949.176-ს მიაღწია.
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 3.567 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.821 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 460,
იმერეთი – 325,
შიდა ქართლი – 220,
ქვემო ქართლი – 175,
კახეთი – 162,
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 161,
გურია – 141,
მცხეთა-მთიანეთი – 61,
სამცხე-ჯავახეთი – 35,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 908.813-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 41 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.082-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 26.255 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.372 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.034 , იმერეთში – 735 , აჭარაში – 510.
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 6 იანვარი
1.120 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 264 პირი, მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 33, იმერეთში – 30 .
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 936 ადამიანი, მათ შორის 628 – თბილისში, 269 – აჭარაში.
20.947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 48, აჭარაში – 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27.503 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.567-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 949.176-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0