Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უახლოესი დღეების მძიმე პროგნოზი: საქართველოში ინფიცირება მოიმატებს

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
გამოწერა
ეპიდემიოლოგები ქვეყანაში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების მოსალოდნელ ზრდას „ომიკრონს“ უკავშირებენ.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. იანვრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, მოსალოდნელია, რომ ეს კორონავირუსის შტამ „ომიკრონთან“ იქნება დაკავშირებული.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ორი კვირაა თანდათან მცირდება, მომდევნო დღეებში თუ გვექნება შემთხვევების მატება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამის უკან დგას სწორედ „ომიკრონი“, შესაძლოა, „ომიკრონი“ განაპირობებდეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების მკვეთრ მატებას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის დონეს საქართველოში, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში აცრების რაოდენობამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოიმატა.
მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბრიგადები ვაქცინაციის ოთხ ცენტრსა და მოძრავ ავტობუსებზე მუშაობენ.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დღიურად აცრების რაოდენობა 2.000-მდე იყო. ეს მაჩვენებელი, აგვისტოსთან და სექტემბერთან შედარებით, როცა დღიურად 6.000-მდე აცრა ტარდებოდა, შემცირებულია, მაგრამ ტენდენცია მომატებისკენ არის, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა უგრეხელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
67 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში
ქართველი ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდად კვლავ ვაქცინაცია რჩება, განსაკუთრებით – ბუსტერ-დოზა. საქართველოში ვაქცინაციის სრული კურსი (ორჯერადი აცრა) ზრდასრული მოსახლეობის 40,1%-მა გაიარა. ბუსტერ-დოზა 74.813 ადამიანს აქვს გაკეთებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად" შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი" უწოდა.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის. ეპიდვითარება ბოლო პერიოდში შედარებით დასტაბილურდა. ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2–3 ათასის ფარგლებში მერყეობს. თუმცა კვლავ მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – საშუალოდ 40–60 ადამიანი დღეში.
ყველა ახალი ამბავი
0