Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

67 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში

© AP Photo / Valentina Petrova
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2022
გამოწერა
საქართველოში, რომელიც კორონავირუსის მეექვსე ტალღის მოლოდინშია, გარდაცვალების მაჩვენებელმა შედარებით იკლო, მაგრამ მაინც მაღალია.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.590 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 1.569 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 505,
აჭარა – 366,
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 235,
გურია – 222,
შიდა ქართლი – 199,
კახეთი – 185,
ქვემო ქართლი – 149,
მცხეთა-მთიანეთი – 93,
სამცხე-ჯავახეთი – 42,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.955 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 904.903-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 67 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.009-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 23.235 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.394 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.049, იმერეთში – 745, აჭარაში – 504.
1.111 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 269 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 33, იმერეთში – 27.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 892 ადამიანი, მათ შორის 587 – თბილისში, 209 – აჭარაში.
17.949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 47, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27.401 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.590-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 942.173-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0