ვინ იყო ქართველი მამაკაცი, რომელიც საბერძნეთში მოკლეს

CC0 / Luc Coekaerts / 20150527_182909LCსაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
გამოწერა
საბერძნეთის პოლიცია არკვევს, ვინ მოკლა კრიმინალური ავტორიტეტი.
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საბერძნეთში მოკლული ქართველი „კანონიერი ქურდი“ აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ის 41 წლის შოთა თევდორაძეა, რომელიც კრიმინალურ წრეებში „შოთიკოს“ სახელით იყო ცნობილი.
„კანონიერი ქურდი“ ცოლისა და ხუთი წლის შვილის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
შოთა თევდორაძე „კანონიერი ქურდი“ 19 წლისა, 2000 წელს გეგუთის კოლონიაში გახდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, თევდორაძე ქურდად გავლენიანმა „კანონიერმა ქურდმა“ გაიოზ ზვიადაძემ „აკურთხა“, რომელიც თურქეთში გასულ წელს მოკლეს.
საბერძნეთის პოლიცია მკვლელობაში მონაწილე პირებს და ასევე დანაშაულის მოტივებს ადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0