წინასაახალწლოდ შიდა მარშრუტებზე დამატებითი რეისები შესრულდება

© photo: Sputnik / Levan Avlabreli / გადასვლა მედიაბანკშიმესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
დამატებითი შიდა რეისებით როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები ისარგებლებენ.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 30 დეკემბერს მესტიის, ამბროლაურისა და ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნული გადაწყვეტილება შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების მომსახურების მიზნით მიიღეს.
არსებულ რეგულარულ რეისებს 30 დეკემბერს თითოეულ მიმართულებაზე თითო რეისი დაემატება და ფრენები განხორციელდება განრიგით:
ნატახტარი–მესტია: 11:30 სთ
მესტია–ნატახტარი: 13:00 სთ
ნატახტარი–ამბროლაური: 09:00 სთ
ამბროლაური–ნატახტარი: 10:15 სთ
თბილისი–ბათუმი: 10:00 სთ
ბათუმი–თბილისი: 12:00 სთ
რაც შეეხება ავიაბილეთების ფასებს, თბილისი–ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარია, მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს, ხოლო ამბროლაურის მიმართულებით მგზავრობის ფასი 50 ლარია. 3 წლამდე ბავშვების მგზავრობა უფასოა, 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე.
წყარო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ყველა ახალი ამბავი
0