საქართველომ და აზერბაიჯანმა 2022 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

© Ministry of Defence of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე ბაქოში
ჯუანშერ ბურჭულაძე ბაქოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2021
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბაქოში ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქართულ–აზერბაიჯანული სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ კოლეგა ზაქირ ჰასანოვთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში უშიშროების საკითხები, არსებული საფრთხეები და გამოწვევები. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების აუცილებლობა.
კერძოდ, საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას და ასევე სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველოს სამმხრივი ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტულ დონეზე შეხვედრები კიდევ უფრო აახლოვებს რეგიონის ქვეყნების სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას.
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
ბურჭულაძემ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინადადება გააცნო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „მშვიდობიანი სამეზობლოს“ შექმნის ინიციატივას გულისხმობს.
ღარიბაშვილმა აღნიშნულ ინიციატივაზე სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე ისაუბრა.
საქართველო და აზერბაიჯანი სამხედრო სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. სულ ახლახან, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში კახეთში სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯუანშერ ბურჭულაძე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი და თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი. მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ სამმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯანელი სამხედროები მონაწილეობდნენ მრავალეროვნულ საშტაბო-სამეთაურო წვრთნებში ETERNITY 2021, რომელიც საქართველოში ოქტომბერში ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0