მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პანდემიის აღმოფხვრა ვერ ხერხდება: გაეროს გენმდივანი მიზეზებს ასახელებს

© photo: AFP 2020 / ANGELA WEISSანტონიუ გუტერიში
ანტონიუ გუტერიში - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის პანდემია კი არ სუსტდება, პირიქით, ყოველდღიურად ძლიერდება და აშკარა ხდება, რომ მისი დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციით ვერ ხერხდება, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა პრესკონფერენციაზე.

„COVID-19 არ ქრება და არსად მიდის. ახლა უკვე ნათელია, რომ მხოლოდ ვაქცინაციით პანდემიის აღმოფხვრა შეუძლებელია. დიახ, [ვაქცინები] აღკვეთს აცრილების უმეტესობის ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას, ანელებს ვირუსის გავრცელებას, მაგრამ დაავადების შემთხვევების რაოდენობა რატომღაც არ იკლებს“, — განაცხადა გუტერიშმა.

გაეროს გენმდივნის თქმით, ინფექციის უწყვეტ გავრცელებას მსოფლიოში ხელს უწყობს ვაქცინების უთანასწორო განაწილება, აცრაზე უარის თქმა და ადამიანების „თვითდამშვიდება“.
COVID-19-ის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონის“ გამო ვითარება ორ კვირაში 40-ჯერ უარესი იქნება – ჯანმო უკიდურესადაა შეშფოთებული
მანამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა საშუალოდ ორ-სამ დღეში ორმაგდება და დაახლოებით ორ კვირაში შესაძლოა 40-ჯერ უარესი ვითარება მივიღოთ. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ომიკრონი“ ნაკლებად ლეტალური გამოდგება, ის მაინც შეარყევს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.
ყველა ახალი ამბავი
0