მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს: გაირკვა, ვის ამჯობინებს ამერიკელი ამომრჩეველი

© photo: AFP 2020 / JOE RAEDLEსაპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში
საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები ახლა რომ ტარდებოდეს, ქვეყნის ყოფილ ლიდერს დონალდ ტრამპს უფრო მეტი ამომრჩეველი დაუჭერდა მხარს, ვიდრე ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, წერს გაზეთი Hill ჰარვარდის უნივერსიტეტის CAPS-Harris Poll-ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
კვლევის თანახმად, ჰიპოთეტურ არჩევნებში ხმას გამოკითხულთა 48% მისცემდა, ხოლო ბაიდენს − ამერიკელების 45%. რესპონდენტთა 8%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
მსოფლიო დღეს
ბაიდენი მობეზრდა? ილონ მასკი პოლიტიკოსებისთვის ზღვრული ასაკის დაწესებას ითხოვს
ამასთან გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალაქების მოსახლეობა უფრო მეტად მოქმედ პრეზიდენტს უჭერს მხარს (20%-ით მეტი), ხოლო ყოფილს − პროვინციების მცხოვრებლები (33%).
გარდა ამისა, კვლევით გაირკვა, რომ თუ დონალდ ტრამპი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, რესპუბლიკური პარტია დიდი ალბათობით წამოაყენებს მის კანდიდატურას 2024 წელს.
გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპი ბევრად უსწრებს რესპუბლიკური პარტიის ნებისმიერ სხვა პოტენციურ კანდიდატს. რესპუბლიკელი ამომრჩევლების 67% მხარს ყოფილ პრეზიდენტს უჭერს, 9% − ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, ხოლო მესამე ადგილზე ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისია − 8%-ით.

„ბაიდენის კრახმა პრეზიდენტ ტრამპის პოპულარობა ყველა ფრონტზე მკვეთრად გაზარდა − როგორც რესპუბლიკური პარტიის პირველად არჩევნებზე, ისე შესაძლო საყოველთაო არჩევნებზე“, − აცხადებს სოციოლოგი მარკ პენი.

CAPS-Harris Poll-ის კვლევა 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა 1989 ზრდასრულ ამერიკელს შორის.
Джо Байден - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
მსოფლიო დღეს
„ბნელი პერსპექტივა“: ბაიდენის რეიტინგი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა
აშშ-ის ბოლო არჩევნები, რომელზეც ქვეყნის 46-ე პრეზიდენტი აირჩიეს, 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდა. მასში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა არ აღიარა დამარცხება და უარი თქვა დასწრებოდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ასეთი ინციდენტი პირველად მოხდა 150 წლის განმავლობაში. აშშ-ის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელსაა დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0