15 წლის მოზარდის მკვლელობა: დაკავებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
მკვლელობა 4 დეკემბერს მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 6 იანვარს ჩაინიშნა.
პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალდება გუშინ წარუდგინა. ერთ-ერთ დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
გამოძიების მიხედვით, 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
ხოლო მეორე ბრალდებულმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.
15 წლის კრავეიშვილი მიყენებული დაზიანებების შედეგად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის გოგი ბოგვერაძის განცხადებით, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
მედიის ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდებს შორის კონფლიქტი გოგონას გამო მოხდა. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, გამოძიებას დანაშაულის იარაღი ამ დრომდე არ აღმოუჩენია.
ყველა ახალი ამბავი
0