ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებები მაცივარში ძლიერდება: ებრძვის კიბოსა და სხვა დაავადებებს

© Pixabay / Pexelsმაცივარი
მაცივარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. მაცივარში შენახვამ სხვადასხვა პროდუქტს შეიძლება შესძინოს როგორც მავნე, ისე სასარგებლო თვისებები, რომლებიც კუჭისა და ნაწლავების დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს, წერს ჩინური პორტალი Sina.
მაცივარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ვითხოვთ დიასახლისების ყურადღებას: მაცივარი ყველა პროდუქტს არ უხდება
სპეციალისტებმა იმ საკვებ პროდუქტებს შორის, რომლებიც საშიშ კანცეროგენებს, კერძოდ, ნიტრიტებს გამოიმუშავებს დაბალ ტემპერატურაზე (მაცივარში), დაასახელეს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეულის კერძები და თოხლოდ მოხარშული კვერცხი. აი მოხარშული ბრინჯის სასარგებლო თვისებები კი, მათი თქმით, დაბალ ტემპერატურაზე კიდევ მეტად ძლიერდება: ერთი ღამის განმავლობაში მასში დიდი რაოდენობით რეზისტენტული (მდგრადი) სახამებელი ჩნდება, რაც ადამიანს ბევრ პრობლემასთან გამკლავებაში ეხმარება.

„მდგრადი სახამებელი ნელა მუშავდება და შეითვისება, ამიტომ ის ნელა სწევს მაღლა სისხლში შაქრის დონეს და ამ სახით კარგად არეგულირებს მას. გარდა ამისა, ასეთი სახამებელი აჩენს დანაყრების შეგრძნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიბეტით, ჰიპერტონიითა თუ გაცხიმოვნებით დაავადებულები ადამიანებისთვის“, − აცხადებენ სტატიის ავტორები.

გარდა ამისა, მდგრადი სახამებლის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება − ნაწლავების კიბოს პროფილაქტიკაა. საქმე ისაა, რომ სახამებლისა და ნაწლავური ბაქტერიების რეაქციის შემდეგ წარმოიქმნება ცხიმოვანი მჟავა, რომელიც არა მარტო აძლიერებს ნაწლავების იმუნიტეტს, არამედ კიბოს პროცესის დაწყებისთანავე პირდაპირ ზემოქმედებს ავთვისებიან უჯრედებზე − თრგუნავს მათ ზრდას და თანდათანობით ხოცავს.
ბრინჯი ბასმატი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
„ბრინჯის დღეები“ წონაში უსაფრთხოდ დასაკლებად: მინუს 3 კგ ორ დღეში
როგორც ჩინელი ექსპერტები ამბობენ, მოხარშული ბრინჯი სასარგებლო თვისებებს მაქსიმალურად შეინარჩუნებს, თუ უკვე გამზადებულ კერძს კიდევ 3-5 წუთით დააცდით ჩაორთქლვას და მაშინვე მაცივარში შედგამთ − ანუ კერძის ოთახის ტემპერატურამდე გაცივებას არ დაელოდებით.
როგორც კვლევებმა აჩვენა, დღის განმავლობაში გაცივებულ მოხარშულ ბრინჯში მდგრადი სახამებლის შემცველობა 4-დან 14 პროცენტამდე იზრდება. გამომდინარე აქედან, ჩინელი სპეციალისტების რჩევით, უმჯობესია მიირთვათ მოხარშული ბრინჯი, რომელიც მაცივარში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში იქნება შენახული.
ყველა ახალი ამბავი
0