ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში: არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპატრული ავარიის ადგილზე
პატრული ავარიის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა დღეს აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი შუქნიშანთან გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „ბაუში“ გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ყველა ახალი ამბავი
0