თბილისის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია

© Facebook / Tbilisi City Assemblyგიორგი ტყემელაძე
გიორგი ტყემელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება. სხდომაზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
სხდომაზე 43 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 27-მა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა.
თავმჯდომარის დამტკიცებამდე სხდომა საკრებულოს უხუცეს წევრს ნიკოლოზ კახეთელიძეს მიჰყავდა.
გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოში 2007 წლიდან საქმიანობს. ის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო, მანამდე კი, 2014-2017 წლებში თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა
საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოშიც თავმჯდომარის მოადგილე იყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე კი თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე დაამტკიცეს.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანის კანდიდატურა 27 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობაზე თინათინ ნიბლოშვილის და ზურაბ აბაშიძის კანდიდატურებს ასევე 27 ხმით დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის შემდეგ თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე პარტიების „საქართველოსთვის" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
რუსთავის მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ქვეყნის მასშტაბით ახლადარჩეული საკრებულოები უფლებამოსილების აღსრულებას იწყებენ
თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ჰყავს 29 დეპუტატი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 13 დეპუტატი, პარტიას „საქართველოსთვის" - 4 დეპუტატი, პარტიებს - „ლელო საქართველოსთვის" - 2 დეპუტატი, „გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1 დეპუტატი და „ხალხისთვის" - 1 დეპუტატი.
საკრებულოების უმრავლესობაში უპირატესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" აქვს, გამონაკლისები, სადაც მმართველმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, არის რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოები.
ყველა ახალი ამბავი
0