თაღლითობა და მიტაცებული მიწის ნაკვეთები – სამ პირს პატიმრობა ელოდება

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
182.511 ლარის ღირებულების მიწის სამი ნაკვეთის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიის იმ პერიოდისათვის მოქმედი თანამშრომლის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 182.511 ლარის ღირებულების მიწის სამი ნაკვეთი – საერთო ფართობით 12.117 მ2.
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ბორჯომში ერთი პირი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები ამჟამად დაყადაღებულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა), 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0