თანაბარი პირობები ყველასთვის – პრემიერი შშმ პირების დღესთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Stringerშშმ პირების აქცია
შშმ პირების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების ბიუჯეტი მომავალ წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაცვის საერთაშორისო დღეს სოციალურ ქსელში სპეციალური გზავნილით გამოეხმაურა.

„ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში. კონსტიტუციით დადგენილია, რომ "სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის", – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-გვერდზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა ყველასთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება – ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
პრემიერის განცხადებით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს ბიუჯეტი 37,4 მილიონ ლარს, წელს კი 40 მილიონ ლარს შეადგენდა. მომდევნო წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად, 52 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გაიზრდება სოციალური მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, სხვადასხვა სერვისების და ახალი მომსახურებების დაფინანსება, აღნიშნა პრემიერმა.
"ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას, ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული, თანასწორი პირობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად", – დაწერა ღარიბაშვილმა.
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოშიც არის დაწესებული და ის 2003 წლიდან 14 ივნისს აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0