თბილისის მერია ქალაქისთვის კიდევ 200 ავტობუსის შეძენას გეგმავს

© photo: Sputnikავტობუსები
ავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიზანია, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს, აცხადებენ მერიაში.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია დამატებით 200 ავტობუსის შესყიდვას გეგმავს, განაცხადა ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
ავტობუსები და მიკროავტობუსები იმ უბნებში, სადაც მეტროს ხაზი არაა, გადაადგილების მთავარი საშუალებაა. ავტობუსები ხშირად აგვიანებენ, ზოგჯერ მათ შორის ინტერვალი ნახევარ საათზე მეტია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.
„ჩვენ 180 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ, რომელიც წლის ბოლომდე სრულად შემოვა. მომავალ წელს დამატებით კიდევ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას ვაპირებთ", – განაცხადა კალაძემ.
ახალი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
თბილისში 23 ოქტომბრიდან ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ
მერმა ასევე განმარტა, თუ რატომ უწევს მოსახლოებას ხშირად ავტობუსების ლოდინი.
„დაგვიანება ხდება „საცობების“ გამო. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალაქში ბევრი საავტობუსე ზოლი გაჩნდეს. ახლა ე.წ. "ბასლაინები" მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზეა, რაც არ არის საკმარისი", – განაცხადა კალაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი და კომფორტული მოძრაობის მიზნით 2021 წელს დედაქალაქში 20 კმ საერთო სიგრძის საავტობუსე ზოლი, ე.წ. „ბასლაინი" გაჩნდა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეს ქალაქში მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა – ავტობუსები, მიკროავტობუსები, მეტრო. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქმედებს მგზავრობის ღირებულების გადახდის ერთიანი სისტემა, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად საათ-ნახევრის განმავლობაში ერთი ტრანსპორტიდან მეორეში უფასოდ გადაჯდომის საშუალებას იძლევა.
ხუთ ათეულ წელზე მეტია ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში საკვანძო მნიშვნელობა აქვს თბილისის მეტროპოლიტენს – როგორც ყველაზე სწრაფ და მოხერხებულ ტრანსპორტს, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა წერტილს ერთმანეთთან აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0