მოსამართლემ სააკაშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება მისცა

© AP Photo / Irakli Gedenidze Poolმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
თბილისი, 2 დკემბერი — Sputnik. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება მისცა.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად აქვს გამოტანილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, სასამართლო წარმოებაშია.

„როდესაც ბრალდებული აქტიური პოლიტიკური ფიგურაა, როდესაც დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან, როდესაც მას წარდგენილი აქვს ბრალდება მისი პრეზიდენტობის პერიოდში სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ, ხოლო პრეზიდენტობა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა გახლავთ, ასეთ დროს ბრალდებულს არ მისცე პოლიტიკური განცხადების გაკეთების შესაძლებლობა – ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

სააკაშვილმა პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ თავს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამაარსებელი, მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს კი სამარცხვინო უწოდა. ამჟამად მოქმედ მოსამართლეებს სააკაშვილმა მსახიობები უწოდა და დასძინა, რომ მზადაა მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს მაშინ, როდესაც იგი „მძევლობიდან“ თავისუფალი, სასამართლო კი „დამოუკიდებელი“ იქნება.
ექს-პრეზიდენტის თქმით, სასამართლო პროცესები არის ფარსი და მცდელობა მისი გაჩუმების.
სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
სააკაშვილის სასამართლო „პიჯაკების საქმეზე": რაშია ბრალდებული ექს-პრეზიდენტი
ამისთვის, მისი თქმით, ყველაფერი გააკეთეს – მასთან არ უშვებდნენ ოჯახის წევრებს, აძლევდნენ ფსიქოტროპული პრეპარატების დიდ დოზებს. როგორც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, ასეთი გზით იგი იყო წამების მსხვერპლი, ამიტომაც, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს.
ადრე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სააკაშვილს დაკავების შემდეგ იმაზე მეტი მნახველი ჰყავდა, ვიდრე ყველა დანარჩენ პატიმარს მისი პრეზიდენტობის ცხრა წლის მანძილზე.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების გასაიდუმლოებულ ნაწილს.
სააკაშვილს, რომელმაც ქვეყანა 2013 წელს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მალე დატოვა, 2014 წელს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
სააკაშვილის ადვოკატი შეიძლება სასამართლო პროცესზე არ დაუშვან და ლიცენზიაც ჩამოართვან
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას.
აღნიშნულ საქმეზე ექს-პრეზიდენტს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური