მასმედია: მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დაესწრება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
დღეს დაგეგმილი სასამართლო სხდომა სააკაშვილის დაკავების დღიდან რიგით მეოთხე პროცესი იქნება.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომას, სავარაუდოდ, დაესწრება.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია უკვე დატოვა პენიტენციური სამსახურის სპეციალურმა ავტომობილმა, რომლითაც პატიმრების ეტაპირება ხორციელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ მორიგი სხდომა დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლეთა კოლეგია დღეს 9 მლნ ლარამდე სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე იმსჯელებს.
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
„არანაირი სინანული“ - პოლიტიკოსებმა სასამართლოში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასეს
საქმე ეხება სააკაშვილის მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8,8 მლნ ლარის ფუფუნების საგნებზე არამიზნობრივ ხარჯებს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი, ძვირადღირებული სასტუმროს ნომრების, სპა-სალონების ხარჯები და ა.შ.
ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
დღეს დაგეგმილი სასამართლო სხდომა სააკაშვილის დაკავების დღიდან რიგით მეოთხე პროცესი იქნება, თუმცა ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ერთს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს გამართულ პროცესს დაესწრო.
პენიტენციურ სამსახურს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია ექს-პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ეტაპირების შესახებ.
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
სააკაშვილის ადვოკატი შეიძლება სასამართლო პროცესზე არ დაუშვან და ლიცენზიაც ჩამოართვან
სასამართლოს ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გარდა ამისა, სასამართლოს გარე პერიმეტრზე იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მომხრეები.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად 29 სექტემბერს უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50-ე დღეს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილი, გარდა სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა, კიდევ ორი საქმის ფიგურანტია - 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა და საზღვრის უკანონო კვეთა. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წელი უკვე მისჯილი აქვს. ესაა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეები.
ყველა ახალი ამბავი
0