წყალბურთი: „დინამოს" მორიგი მარცხი – თბილისელები „ბრეშასთან" დამარცხდნენ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
თბილისელებმა იტალიელებთან შეხვედრამდე „ოლიმპიაკოსთან", „ბარსელონეტასთან" და „ჟადრანთან" წააგეს. „დინამო" A ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო", რომელიც A ჯგუფში ასპარეზობს, ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.
თბილისური კლუბი ამჯერად ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, იტალიურ „ბრეშას" დაუპირისპირდა და 8-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა. „ბრეშამ" ფავორიტის სტატუსი საწყისი წუთებიდანვე გაამართლა და პირველი მეოთხედი ანგარიშით 5:2 მოიგო. დანარჩენ სამ პერიოდშიც იტალიური კლუბი დომინირებდა და საბოლოოდ „ბრეშამ" ანგარიშით 19:11 მოიგო.
თბილისელთა რიგებში 3-3 გოლით ყველაზე შედეგიანები მარკო ელაჩა და სანდრო ადეიშვილი იყვნენ, სტუმართა შემადგენლობიდან კი 4-4 გოლი გაიტანეს დორდე ლაზიჩმა, სტეფანო ლუნგომ და ედოარდო დი სომამ.
თბილისის „დინამო" ოთხი ტურის შემდეგ ოთხი წაგებით A ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. 14 დეკემბერს დეიან სტანოიევიჩის გუნდი სტუმრად სერბულ „რადნიჩკის" შეხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0