Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

45.362 აქტიური შემთხვევა: ეპიდვითარება რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.050-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 845.643-ს მიაღწია.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.050 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.821 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 865, შიდა ქართლი - 482, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 475, კახეთი - 317, ქვემო ქართლი - 293, აჭარა - 240, მცხეთა-მთიანეთი - 172, გურია - 160, სამცხე-ჯავახეთი - 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 69.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.214 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 788.201-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
80 გარდაცვლილი: კოვიდ-მონაცემები განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 80 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.054-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 45.362 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.554 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.600, იმერეთში - 1.423, აჭარაში - 510.
1.674 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 361 პირი, მათგან თბილისში – 201, აჭარაში - 38, იმერეთში - 35. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.135 ადამიანი, მათ შორის 693 - თბილისში, 241 - აჭარაში. 37.673 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 40 ადამიანი. ყველა – თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40.494 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.050-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 845.643-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0