მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეცნიერები ინტერნეტ-აპოკალიფსს ელოდებიან: მზის სუპერქარიშხალი დიდი ხნით გათიშავს ქსელს

Wi-FI  - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. მზეზე მომხდარ მძლავრ აფეთქებას დედამიწაზე ინტერნეტ-აპოკალიფსის გამოწვევა შეუძლია და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, აცხადებენ ექსპერტები ახალ კვლევაში, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა.
მათი თქმით, მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქება უპირველესად დიდ სერვერებს კი არ დააზიანებს, რომელთა დაცვაც შესაძლებელია, არამედ ატლანტის ოკეანის ფსკერზე გაყვანილ კაბელებს, რომლებიც არის კიდეც ინტერნეტის საფუძველი. ამასთან, დაზიანდება არა თავად კაბელი, არამედ რეტრანსლატორები, რომლებიც ერთმანეთისგან 50-150 კმ დაშორებითაა განლაგებული სიგნალის გასაძლიერებლად.
NASA-ს ახალი ვიდეო 100 მილიონი მზის ენერგიით აფეთქებული ვარსკვლავის შესახებ - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
NASA-ს ვიდეო 100 მილიონი მზის ენერგიით აფეთქებული ვარსკვლავის შესახებ
როგორც IT–სპეციალისტები ამბობენ, მზეზე ამოფრქვევების გამო შესაძლოა ინტერნეტის მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი შეფერხდეს.

„[ინტერნეტ-აპოკალიფსი] დრამატულად ჟღერს, მაგრამ საუბარია სცენარზე, როდესაც მთელი ინტერნეტი ან მისი ძალიან დიდი ნაწილი სრულად გაითიშება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამას ექსტრემალური შედეგი ექნება ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს არ იქნება ისეთი ხანმოკლე შეფერხება, რომლებსაც შესაძლოა ცოტა შეეჩვიეთ კიდეც“, — აცხადებს შვედი ექსპერტი ლინუს ლარსონი.

როგორც კალიფორნიულ კვლევაშია ნათქვამი, მზეზე მძლავრი ამოფრქვევები საშუალოდ 80-100 წელიწადში ერთხელ ხდება. ამასთან აღინიშნება, რომ მზის ისეთი სუპერქარიშხალი, რომელიც დედამიწამდე მოაღწევდა, უკვე 100 წელზე მეტია არ ყოფილა. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ამ მოვლენას სწორედ თანამედროვე დედამიწელები შეეჯახონ.
ყველა ახალი ამბავი
0