საქართველოში სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში გაიცემა რვა ორდენი, ოთხი მედალი და სამი სახელმწიფო პრემია.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ინიციატივით მიმართა, შეიქმნას უწყებათშორისი კომისია „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესატანად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, უწყებათშორისი კომისიის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით, აუცილებელია კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისთვის.
უწყებათშორისი კომისია მოამზადებს პარლამენტში წარსადგენ ახალ კანონპროექტს.
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონში ნორმა მსგავსი კომისიის შექმნის შესახებ არ არსებობს და ახლა პარლამენტმა სამი მოსმენით კენჭი უნდა უყაროს მის შექმნას.
დღეისათვის საქართველოში გაიცემა რვა ორდენი, ოთხი მედალი და სამი სახელმწიფო პრემია. ასევე გაიცემა ფულადი ჯილდოები 400-დან 15 ათას ლარამდე.
ყველა ახალი ამბავი
0