„გაზპრომმა“ მოლდოვა გაზის შეწყვეტის თაობაზე გააფრთხილა

© photo: Sputnik გაზსადენი
 გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვას აცნობა, რომ თუ რესპუბლიკა ორშაბათს გადასახადს არ დაფარავს, ორი დღის შემდეგ გაზს გაუთიშავს, განაცხადა „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა.

„მივიღეთ რა მხედველობაში მოლდოვის რთული ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, ასევე მოლდოვისთვის დავალიანების გადახდის შესაძლებლობის შენარჩუნების სურვილით და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოზიციის გათვალისწინებით, რომელსაც მოლდოვამ არაერთხელ მიმართა დახმარებისთვის, „გაზპრომმა“ გადაწყვიტა პრაქტიკულად მოლდოვური მხარის პირობებზე მოეწერა ხელი კონტრაქტისთვის, თუმცა არსებითი და მნიშვნელოვანი პუნქტის ჩართვით: მოლდოვას ვადაში უნდა დაეფარა გაზის მიმდინარე დავალიანების 100%“, – განაცხადა კუპრიანოვმა.

მისი თქმით, მოლდოვამ 22 ნოემბერს არ დაფარა მიმდინარე დავალიანება, ამიტომ „გაზპრომმა“ აცნობა რესპუბლიკას, რომ 48 საათის შემდეგ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
„გაზპრომი“ და მოლდოვა შეთანხმდნენ: სანქციები აუდიტის ჩატარებამდე არ დაწესდება
„მოლდოვაგაზმა“ და „გაზპრომმა“ 29 ოქტომბერს გაახანგრძლივეს გაზის მიწოდების ხუთწლიანი კონტრაქტი. როგორც რუსულ კომპანიაში განაცხადეს, ამ ხელშეკრულების პირობები ორმხრივად მომგებიანია.
თავის მხრივ, მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალ კონტრაქტში გამოყენებულია რესპუბლიკის მიერ შეთავაზებულ ფასის ფორმირების ფორმულა.
ყველა ახალი ამბავი
0