კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააარსა

© Ministry of culture of Georgiaსაქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 27 დეკემბერს გაიმართება.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ დააფუძნა. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიური იქნება და მასში მონაწილეობის უფლება საქართველოში რეგისტრირებულ გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს ექნებათ.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
1.
წლის საუკეთესო რომანი;
2.
წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
3.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
4.
წლის საუკეთესო პიესა.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 6.378 ლარს შეადგენს.
„წლის საუკეთესოს“ გამარჯვებულებს სპეციალური საკონკურსო კომისია გამოავლენს, რომელიც არანაკლებ 5 წევრისგან შედგება. კომისიის წევრთა ვინაობა გამარჯვებულების გამოვლენამდე კონფიდენციალურია.
კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებს ის ავტორი/ნაწარმოები, რომელიც კონკურსის ჩატარების წელს წიგნად გამოიცა, ან ამავე წელს დაიწერა და ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა – ცოცხალი ავტორ(ებ)ის ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, მოთხრობა, ნოველა, ლექსი, პიესა).
ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა“ განიხილება როგორც წიგნად გამოცემული ან გამოუქვეყნებელი, ასევე ის ნაწარმოებები, რომლებიც ჯერ თეატრალურ სცენაზე არ დადგმულა.
სამელნე - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
პრემია „წლის საუკეთესოს“ მიზანი ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენაა.
ახალი ლიტერატურული პრემიის დაფუძნება საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ქეთევან დუმბაძის ინიციატივით მოხდა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადები მიიღება 2021 წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 27 დეკემბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0