გერმანული ჯგუფი De-Phazz თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკშიჯგუფი De Phazz
ჯგუფი De Phazz  - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
ჯანსუღ კახიძის სახელობის ფესტივალი 2015 წლიდან იმართება.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი გერმანული ანსამბლი De-Phazz ჯანსუღ კახიძის სახელობის მეექვსე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 24, 27 და 30 ნოემბერს გაიმართება.
De-Phazz ჰაიდელბერგში 1997 წელს შეიქმნა, ჯგუფის შემოქმედება გაჯერებულია სოულისა და ჯაზის ელემენტებით. ბენდის მუდმივი წევრები არიან ვოკალისტები ბარბარა ლარი, კარლ ფრიერსონი და პეტ ეპლტონი.
24 ნოემბერს ფესტივალი ქართველი ჯაზ-პიანისტისა და კომპოზიტორის დინი ვირსალაძის კონცერტით გაიხსნება, რომელიც მსმენელის წინაშე წარდგება ბენდთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან მარიკო ებრალიძე (ვოკალი), ზაზა ცერცვაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი), დავით ჯაფარიძე (პერკუსიო), ლევან დეისაძე (ბას-გიტარა), ნიკოლოზ გაბაძე (ელექტროგიტარა). საღამოზე აჟღერდება ვირსალაძის როგორც ორიგინალური კომპოზიციები, ისე პოპულარული ნაწარმოებები.
27 ნოემბერს გერმანული ანსამბლი De-Phazz-ის კონცერტი თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გაიმართება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
ფესტივალი 30 ნოემბერს ეთნო-ჯაზ ჯგუფ „ირიაოს“ კონცერტით დაიხურება.
ცნობილი ქართველი დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის ჯანსუღ კახიძის სახელობის ფესტივალი მისივე სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და ასევე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2015 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0