სამეგრელოში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
დაკავებულ მამაკაცს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული 12 წლის ბიჭია. როგორც ირკვევა, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აწარმოებს, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.
ქართული კანონმდებლობით, შსს-ს არასრულწლოვნის საქმის დეტალების გასაჯაროების უფლება არა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0