ორი ათასი არტეფაქტი: ყირიმი სკვითური ოქროს უკრაინისთვის მიკუთვნებას გაასაჩივრებს

© AFP 2024 / Peter Dejong არტეფაქტი
 არტეფაქტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სკვითების ოქროს უკრაინის საკუთრებად ცნობის შესახებ ნიდერლანდის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება, განუცხადა РИА Новости-ს ყირიმის ისტორიულ-კულტურული მუზეუმის დირექტორმა ტატიანა უმრიხინამ.
მისი თქმით, საჩივარი სასამართლოში 2022 წლის თებერვლამდე შევა.
ექსპონატი სკვითების ოქროს კოლექციიდან  - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
განხეთქილების ოქრო: სკვითების საგანძურს უკრაინას უბრუნებენ და არა ყირიმს
ამასთან მუზეუმის დირექტორმა აღნიშნა, რომ ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს ყირიმის მუზეუმებისთვის ჯერ კიდევ არ გადაუცია თავისი გადაწყვეტილება.

„ამ საკითხზე მოსკოვში თათბირი გაიმართა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ზუსტად, უზენაეს სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. გადაწყვეტილება ამის შესახებ უკვე მიღებულია. ჩვენ თებერვლამდე გვაქვს დრო დოკუმენტაციის მოსამზადებლად და საჩივრის შესატანად“, — განაცხადა უმრიხინამ.

ნიდერლანდის სასამართლომ 26 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყირიმის ოთხი მუზეუმის დაახლოებით 2 ათასი არტეფაქტი უკრაინის საკუთრებაა და არა ყირიმისა. აღნიშნული არტეფაქტები ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვლის დასაწყისში გაიტანეს ამსტერდამში ალარდ პირსონის მუზეუმში გამოსაფენად, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძული ჯერ კიდევ არ შედიოდა რუსეთის შემადგენლობაში. მანამდე, 2013 წელს ექსპოზიცია „ყირიმი: ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები“ ბონში იყო გამოფენილი, საიდანაც ჩაიტანეს ამსტერდამში.
აღნიშნული ექსპოზიცია მოიცავს ნივთებს, რომლებიც მანამდე არასდროს ყოფილა გამოფენილი ევროპაში. მათ შორისაა ჩინური ლაქის ზარდახშები უსტ-ალმინსკის სამარხიდან (ბახჩისარაის მახლობლად), მოხატული საკურთხეველი სკვითების მეფე სკილურის სამარხიდან, სკვითების გველის ფეხებიანი ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც ქალაქ ქერჩის სიმბოლოდ მიიჩნევა და მრავალი სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0