თბილისი იუნესკოს კრეატიული ქალაქის სტატუსს გაამართლებს – კახა კალაძე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
იუნესკოს კრეატიული ქალაქების ქსელი მსოფლიოს 72 ქვეყნის 180 ქალაქს ითვლის.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. თბილისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის ნაწილი გახდა. ამის შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და იმ კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც თბილისში უახლოეს მომავალში განხორციელდება.
იუნესკოს კრეატიულ ქალაქთა ქსელი 2004 წლიდან წარმოადგენს თავისი წევრების შემოქმედებით პოტენციალს შვიდ თემატულ სფეროში: დეკორატიულ-გამოყენებითი და ხალხური ხელოვნება, დიზაინი, კინემატოგრაფია, გასტრონომია, ლიტერატურა, მედიახელოვნება და მუსიკა. ამჟამად ქსელი 72 ქვეყნის 180 ქალაქს მოიცავს.
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
თბილისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში მოხვდა
„ეს სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მედიახელოვნების განვითარებასა და ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, – განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ თბილისი აუცილებლად გაამართლებს კრეატიული ქალაქის სტატუსს.
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება>>
კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში 10 ნოემბერს გაიხსნა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ბალეტის მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი. ფესტივალის ფარგლებში 20 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება მისი მხატვრული ინსტალაცია „არც ერთხელ“.
კალაძის განცხადებით, კულტურული ღონისძიებების გეგმებშია, მაგალითად, დიდი გალაკტიონის 130 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კვირეულიც.
ყველა ახალი ამბავი
0