მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მე და დიეგო“ – ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ ფასად გაიყიდა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaფრიდა კალოს პორტრეტები
ფრიდა კალოს პორტრეტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ნიუ-იორკის Sotheby's-ის აუქციონზე ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი სახელწოდებით „დიეგო და მე“ 34,9 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც რეკორდული თანხაა ლათინურამერიკელ მხატვართა ნამუშევრებისთვის, იუწყება ВВС News.
ტილოზე, რომელიც 1949 წლით თარიღდება, მხატვარი ქალი ტირის, ხოლო შუბლზე ქმრის, ასევე მხატვარ დიეგო რივერას პორტრეტი აქვს გამოსახული. დიეგოს შუბლზე კი მესამე თვალია ჩახატული.
გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი ნიუიორკელი კოლექციონერის მემკვიდრემ გაიტანა გასაყიდად, რომელსაც ის 1990 წელს ჰქონდა შეძენილი ასევე Sotheby’s აუქციონზე 1,4 მილიონ დოლარად. მანამდე ტილო ჩიკაგოელ მწერალ ქალს ფლორენს არკინს ეკუთვნოდა, რომელიც ფრიდა კალოსთან და დიეგო რივერასთან მეგობრობდა.
როგორც New York Times-ი წერს, ავტოპორტრეტის თავდაპირველი ფასი აუქციონზე 30 მილიონი დოლარი იყო. საბოლოოდ ის 34,9 მილიონად შეიძინა ედუარდო კონსტანტინიმ, ლათინურამერიკული ხელოვნების მუზეუმის Malba-ს დამაარსებელმა ბუენოს-აირესში.
ფრიდა კალო - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2019
ფრიდა კალოს ხმის ერთადერთი ჩანაწერი - ვიდეო
აღინიშნება, რომ აქამდე ფრიდა კალოს ნამუშევრებისთვის რეკორდული ფასი 8 მილიონი დოლარი იყო. სწორედ ამ ფასად გაიყიდა 2016 წელს Christie’s-ის აუქციონზე მისი 1939 წლის ნახატი „ორი შიშველი ქალი ტყეში“.
რაც შეეხება ზოგადად ლათინურამერიკელ მხატვართა ნამუშევრების წინა რეკორდულ ფასს, ის დიეგო რივერას ნახატ The Rivals-ს („მეტოქეები“) ეკუთვნის, რომელიც 2018 წელს 9,76 მლნ დოლარად გაიყიდა Christie’s-ის აუქციონზე.
ყველა ახალი ამბავი
0