საქართველო–სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

© AP Photo / Marco Ugarteსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთის ტერიტორიაზე იყო.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველო–სომხეთის საზღვართან ახლოს თბილისის დროით 00:56 საათზე მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიწისძვრის სიმძლავრე 2,9 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი 9 კილომეტრ სიღრმეში მდებარეობდა.
მიწისძვრის ეპიცენტრის ადგილი დაუსახლებელია, სიმძლავრეც მცირე იყო, შესაბამისად, მას არც ნგრევა მოჰყოლია და არც ვინმე დაზარალებულა.
ყველა ახალი ამბავი
0