საქართველოში აცივდება – მოსალოდნელია თოვლი და ნისლი

© Sputnik / Vladimir Umikashviliწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებენ.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსით დაიკლებს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ნავარაუდებია წვიმა და მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში 17 ნოემბერს მოიღრუბლება და აცივდება, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 3–8 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა პლუს 7–12 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 15 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 16 ნოემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელია პლუს 13–15 გრადუსი სითბო.
16 ნოემბერს დღისით სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ, დღის მეორე ნახევრიდან 17 ნოემბრის დილამდე პერიოდში დედაქალაქში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 5–7 გრადუსამდე დაიკლებს, 18 ნოემბერს კი ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0