თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Stringerსაავტომობილო გზა
საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები ხვალიდან ამოქმედდება.
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 197-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი დღის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შპს „ვარციხე 2005"-ს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 110-კილოვოლტიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი „კოხრა-4"-ის სარემონტო სამუშაოები აქვს დაგეგმილი.
„12-13 ნოემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში15-წუთიანი ინტერვალით ექვსჯერ დაიკეტება", – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 197-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0