მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აუცილებელია ტვინის ჯანმრთელობისთვის: მეცნიერებმა დაასახელეს საკვები

© Pixabay / geraltთავის ტვინი
თავის ტვინი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ნოემბერი − Sputnik. თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებასა და ადამიანის მიერ მოხმარებულ თევზეულს შორის კავშირი არსებობს, დაასკვნეს ბორდოს (საფრანგეთი) უნივერსიტეტის სწავლულებმა.
მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Neurology.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა 72 წლისა და უფროსი ასაკის 1.623 ადამიანის კვებითი ჩვევები გააანალიზეს, რომელთა ანამნეზებშიც არ ფიქსირდებოდა ინსულტები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები თუ დემენციები.
ქალი პლანშეტზე გამოსახული ადამიანის თავის ტვინით - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2020
განაპირობებს ჭკუასუსტობას: დასახელდა ტვინისთვის ყველაზე მავნე საკვები
ცდის მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაყვეს იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენჯერ მიირთმევდა თევზეულს − კვირაში ერთხელ, კვირაში ოთხჯერ, ან ამაზე იშვიათად თუ ხშირად. შემდეგ კი მათი ტვინის სისხლძარღვების მდგომარეობა ერთმანეთს შეადარეს.
მაგნიტორეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევდნენ თევზეულს, თავის ტვინის ბევრად ნაკლები დაზიანება ჰქონდათ. ეს კავშირი განსაკუთრებით მკაფიოდ იხატებოდა 65-69 წლის ადამიანებში.
როგორც ფრანგი მეცნიერები წერენ, თევზის ხშირ მიღებას შეუძლია აღკვეთოს ცერებროვასკულარული დაავადებები, მაგრამ ამის მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული.
ყველა ახალი ამბავი
0