„გაზპრომი“ და მოლდოვა შეთანხმდნენ: სანქციები აუდიტის ჩატარებამდე არ დაწესდება

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
თბილისი, 1 ნოემბერი − Sputnik. მოლდოვა მოელაპარაკა რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“, არ გამოიყენოს სანქციები „მოლდოვაგაზის“ მიმართ მანამ, სანამ კომპანიის ვალის აუდიტი არ ჩატარდება.
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
„გაზპრომი“: მოლდოვას რუსეთის 709 მლნ დოლარი ვალი აქვს, გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს
ამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათის ბრიფინგზე გაავრცელა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ.

„ჩვენ შევთანხმდით „გაზპრომთან“, რომ აუდიტის ჩატარებამდე „მოლდოვაგაზის“ მიმართ სანქციები მისი ვალის გამო არ იქნება გამოყენებული. ამის შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ პირობებსა და დავალიანების დაფარვის კალენდარულ გეგმას“, − აღნიშნა სპინუმ.

მოლდოვის პარლამენტმა 22 ოქტომბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის გამო.
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
მსოფლიო დღეს
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების ჩაშლის ფონზე მოლდოვამ გამოსავალი იპოვა
მანამდე „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ მოლდოვას კომპანიის მიმართ უზარმაზარი ვალი დაუგროვდა. მისი თქმით, ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს. ამასთან მან განაცხადა, რომ „გაზპრომი“ მზადაა გაახანგრძლივოს კონტრაქტი მოლდოვასთან, თუ ის ვალს სრულად დაფარავს, ხოლო თუ „გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას“.
მოგვიანებით მოლდოვამ 1 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი საცდელი ვადით შეიძინა პოლონეთისგან, რაც მოლდოვის რესპუბლიკის ისტორიაში ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შესყიდვის პირველი შემთხვევა იყო. კონტრაქტი გაზის საცდელ შესყიდვაზე 25 ოქტომბერს გაფორმდა მოლდოვურ კომპანია Energocom-სა და პოლონურ კონცერნ PGNiG-ს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0