Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ზუსტად 12 საათი ექნებათ
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური დაიწყო – ზუსტად 08:00 საათზე ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
სარჩევი
თავიდან ახლებითავიდან ძველები
20:39 30.10.2021
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ზუსტად 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
Местные выборы. Второй тур 30 ноября 2021 года. Конверты для бюллетеней - Sputnik საქართველო
დღის შედეგები ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება:
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტიურობა 17:00 საათისთვის 39,5%-ს შეადგენდა. არჩევნები ნებისმიერი აქტიურობის შემთხვევაში იქნება ცნობილი;
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 19:00 საათის მონაცემებით, მათ ოცივე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვეს;
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგი ჩაატარეს და განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა უამრავ დარღვევასა და გაყალბების მცდელობას;
საიამ ბიძინა ივანიშვილზე დაწერა საჩივარი იმის გამო, რომ ის საარჩევნო უბანზე პირადი დაცვის თანხლებით მივიდა;
საქართველოს შსს-მ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის რვა ფაქტზე დაიწყო, ბრალდებულის სახით დააკავა ერთი პირი;
Sputnik საქართველო ამთავრებს პირდაპირ ტრანსლაციას. შემდგომ მოვლენებსა და კენჭისყრის შედეგებს თვალი ადევნეთ ჩვენს საიტზე
20:27 30.10.2021
ნიკა მელიას პირველი განცხადება ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ
„მიუხედავად მათი ძალადობისა, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა... დიდი მადლობა, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ" |
20:20 30.10.2021
ირაკლი ღარიბაშვილი: „მადლობა უფალს, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ!“
Ираклий Гарибашвили - Sputnik საქართველო

„დიდი მადლობა, ყველას გილოცავთ გამარჯვებას, ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა. მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. მადლობა ყველაფრისთვის ჩვენს ხალხს. მადლობა უფალს! დღეს ძალიან მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

20:18 30.10.2021
კახა კალაძე გამარჯვებას ზეიმობს
20:16 30.10.2021
„მთავარი არხის“ ეგზიტპოლი რეგიონებში:
რუსთავი: ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“ - 47%
დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 53%
ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“ - 47%
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 53%
ზუგდიდი: მამუკა წოწერია - „ქართული ოცნება“ - 47%
ანზორ მელია - ენმ - 53%
ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ - 49%
გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 51%
20:11 30.10.2021
GORBI-ს ეგზიტპოლი რეგიონებში
რუსთავი: ნინო ლაცაბიძე - „ქართული ოცნება“ - 53,8%;
დავით კირკიტაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 46,2%.
ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნება“ - 51,9%;
ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 48,1%.
ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი - „ქართული ოცნება“ - 50,8%;
გიორგი კირთაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ - 49,2 %.
20:07 30.10.2021
„მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, თბილისში მერობის კანდიდატებიდან იმარჯვებს ნიკა მელია - მას 51% აქვს, ხოლო კახა კალაძე ს- 49%
20:00 30.10.2021
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ოფიციალურად დასრულდა - საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა
Центральная избирательная комиссия Грузии - Sputnik საქართველო
19:52 30.10.2021
GORBI ეგზიტპოლს აქვეყნებს
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს - მას 57% აქვს, ხოლო მის ოპონენტ ნიკა მელიას - 42,8%.
19:47 30.10.2021
მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია მომხრეებთან ერთად დატოვა.
ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე რჩებიან.
19:40 30.10.2021
შსს: ამ დროისათვის სამინისტროს გამოძიება სავარაუდო დანაშაულის რვა ფაქტზე აქვს დაწყებული, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი
Здание МВД Грузии на Кахетинском шоссе - Sputnik საქართველო
19:25 30.10.2021
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება" ახლა უკვე ოცივე მუნიციპალიტეტში იმარჯვებს“
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება", 19:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურს ოცივე მუნიციპალიტეტში იგებს.

​„გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი აქტივისგან შემოსულია მონაცემები, რომლის თანახმადაც ჩვენ ვიგებთ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში. თუმცა კიდევ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისაკენ, ჯერ კიდევ დარჩა დრო“, - განაცხადა მან.

19:24 30.10.2021
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ სიის პირველი ნომერი არჩევნებს ჟურნალისტის რანგში აკვირდება

„ნაცმოძრაობის“ სიის პირველი ნომერი რა ბეიჯით გადაადგილდება იცით? წარმოიდგინეთ, სიყალბის რა ხარისხთან გვაქვს საქმე — ის აკვირდება არჩევნებს, როგორც მედიასაშუალების წარმომადგენელი“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებით.

Мамука Мдинарадзе. Съезд правящей партии Грузинская мечта 16 января 2021 года - Sputnik საქართველო
19:14 30.10.2021
ვაზისუბნის საარჩევნო უბანს ელექტროენერგია აღუდგა
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ცოტა ხნის წინ ენმ-სა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.
დაპირისპირება მხარეებს შორის საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია. ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
19:10 30.10.2021
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გაფრთხილებას ავრცელებს
ბრეგაძე აფრთხილებს ყველას, ვინც პატიმარ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაში ხელშეშლას გეგმავს, რომ ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

„თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, — აცხადებს მინისტრი.

Рати Брегадзе - Sputnik საქართველო
რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი
მისი თქმით, პატიმრის უსაფრთხოება სრულად იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენის მეშვეობითაც კი.
19:03 30.10.2021
დამკვირვებელი ანა წითლიძეს 20 ლარისა და ბლოკნოტის ქურდობაში ადანაშაულებს
მისი თქმით, „მოპარეს ჩანთა, რომლიდანაც ამოიღეს ბლოკნოტი და 20 ლარი".
ანა წითლიძის თქმით კი:

„აურზაურში ბლოკნოტი შემთხვევით დარჩა აივანზე. კამერებმა გადაიღეს, რა ეწერა. ეწერა საჯარო მოხელეების სახელები და გვარები. მე გადმომცეს მოქალაქეებმა. არ ვიტყვი, ახლა სად არის ეს ბლოკნოტი, უსაფრთხო ადგილას არის და ცოტა ხანში მექნება ისევ მე“.

18:52 30.10.2021
„ქართული ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, 62-ე უბანზე პროვოკაცია ნიკა მელიას მისვლის შემდეგ დაიწყო.

„ამ პროვოკაციას და სიგიჟეს უნდა მოვეშვათ. უბანზე უბრალოდ მოკლე ჩართვით ჩაქრა შუქი. ამ უბანზე იგებს "ქართული ოცნება". მოვარდა ნიკა მელია, ნახა შანსი, რომ მოგებული უბანი გააუქმოს შუქის ჩაქრობის მიზეზით. ტიპს უნდა, რომ გააუქმოს არჩევნების შედეგი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

18:49 30.10.2021
თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას მოქალაქემ ზურგიდან ჩაარტყა. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
18:40 30.10.2021
ნომერ 62-ე უბანზე, სადაც ამ დროისთვის ელექტროენერგიაა გათიშული, დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა
18:39 30.10.2021
ნინო ლაცაბიძე: არ შეუშინდეთ მერაბიშვილსა და კირკიტაძეს
„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი რუსთავში ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ შეიმჩნევა უკვე მარკირებული ადამიანების საარჩევნო უბნებზე ხელმეორედ მისვლა.

„არ შეუშინდეთ არც ვანო მერაბიშვილის სიარულს რუსთავში, არც კირკიტაძეს. მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ სიძულვილი“, - მოუწოდა მან ამომრჩევლებს.

ყველა ახალი ამბავი
0