მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ის რიგით მეორე კათოლიკე პრეზიდენტი დღეს რომის პაპს შეხვდება

© AP Photo / Susan Walshჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რომში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რომის პაპ ფრანცისკს შეხვდება, იუწყება Voice of America (VOA).
გამოცემის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი მეორე პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც კათოლიციზმს აღიარებს.
ვატიკანში პრეზიდენტისა და პაპის შეხვედრა დღეს, პარასკევს გაიმართება.
10 წლის ბიჭუნამ რომის პაპის აუდიენცია ჩაშლა: მიზეზი — პაპის ქუდი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
10 წლის ბიჭუნამ რომის პაპის აუდიენცია ჩაშლა: მიზეზი — პაპის ქუდი
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს შეხვედრა ორი კვირით უსწრებს ბალტიმორში ამერიკელი ეპისკოპოსების შეხვედრას, რომელზეც, სავარაუდოდ, განიხილავენ საკითხს: შეიძლება თუ არა უარი ეთქვათ ზიარებაზე იმ კათოლიკე პოლიტიკოსებს, რომლებიც აბორტის უფლებას უჭერენ მხარს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სწორედ ამგვარ პოლიტიკოსთა რიცხვშია.
როგორც ვატიკანში განაცხადეს, ზიარების საიდუმლოს აბორტების პოლიტიკასთან მიბმის მცდელობა უთანხმოებას გამოიწვევს.
გამოცემის ცნობით, მანამდე ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში სამჯერ შეხვდა რომის პაპს: ვატიკანში — 2013 და 2016 წლებში, და აშშ-ში პონტიფიკოსის ვიზიტისას 2015 წელს. ამასთან ვატიკანში პირველი ვიზიტისას ბაიდენი ეზიარა კიდეც.
გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპისა და აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრა, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი, პირდაპირი ეთერებით არ გადაიცემა. ტელევიზიებით ნაჩვენები იქნება მხოლოდ პრეზიდენტის კორტეჟის მისვლა პაპის რეზიდენციაში.
ვატიკანის წარმომადგენლის თქმით, ეს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით არის განპირობებული.
ყველა ახალი ამბავი
0