ქართველმა მსჯავრდებულმა ქალებმა ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს

© courtesy of Volunteers Batumi Chess Olympiad 2018ჭადრაკი
ჭადრაკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ფინალურ ეტაპზე ქართველმა მსჯავრდებულმა ქალებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს და გამარჯვება იზეიმეს. გამარჯვებულები დღეს სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ტურნირი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 13-14 ოქტომბერს ონლაინ–რეჟიმში გაიმართა და მასში მონაწილეობას 31 ქვეყნის 43 გუნდი იღებდა. მსოფლიოს პირველობის დასკვნით ეტაპზე საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდადი და ტობაგო ასპარეზობდნენ. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა ქალმა მსჯავრდებულებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს.
გამარჯვებულები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდმა დააჯილდოვა. სპეციალური პრიზები გუნდის წევრებს ლეგენდარულმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა გადასცა.
ცერემონიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ესწრებოდნენ. მინისტრმა ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ყველა მსჯავრდებულს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0