მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მასწავლებელი ესპანეთში გაემგზავრა

© Facebook / photo: Lado Apkhazava / FBლადო აფხაზავა
ლადო აფხაზავა - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
ქართველი მასწავლებელი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგების ათეულში მოხვდა, სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. მასწავლებელი ვლადიმერ (ლადო) აფხაზავა, რომელიც 2019 წელს მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგების ათეულში მოხვდა, სასწავლებლად ესპანეთში გაემგზავრა.
ამის შესახებ აფხაზავამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა. როგორც აღმოჩნდა, მასწავლებელმა მურსიას უნივერსიტეტში (Universidad de Murcia) გადაწყვიტა სწავლა.
აფხაზავას თქმით, ის ესპანურ უნივერსიტეტში პროგრამა Erasmus Plus-ით და ევროკავშირის დაფინანსებით გაემგზავრა. ის სასწავლებელში მედიაციას შეისწავლის.
„მედიაცია ყოველთვის ჩემი ინტერესის სფერო იყო და ახლა უკვე პრაქტიკული ევროპული გამოცდილებით შევუდგები მომავლის პროფესიის ათვისებას. აი, რატომ ვიმყოფები აქ“, – დაწერა აფხაზავამ.
ლადო აფხაზავა 45 წლისაა. უკვე ცხრა წელია, ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მასწავლებელია.
აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2018 წელს გახდა. შემდეგ საერთაშორისო კონკურსზე The Global Teacher Prize 2019 გაემგზავრა დუბაიში. ის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლების ათეულში მოხვდა მაშინ, როდესაც კონკურსზე სულ შესული იყო 179 ქვეყნის 10 ათასი განაცხადი.
ყველა ახალი ამბავი
0