Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

მარგველაშვილი ოპოზიციის მიმართ სიმპათიის გამო „ქართული ოცნების" თავდასხმის ობიექტი გახდა

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
არჩევნების მეორე ტურში თბილისის მერობისთვის ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. გიორგი მარგველაშვილი წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა და ახლა მხარს უჭერს, რაც არათანმიმდევრულია – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებას.
გუშინ ტელეკომპანია Formula-ს ეთერში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას დაუჭერს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ „ორივე პარტია ცუდია“, მაგრამ დღეს მმართველი პარტიის შეჩერება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია.
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
არჩევნები 2021
„ურჩი" მარგველაშვილის ხმა ოპოზიციას: რას გეგმავს ექს-პრეზიდენტი
თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მარგველაშვილის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მართებული არ არის.

„მას, როგორც ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული როლი აქვს... თავად ამბობს, რომ წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა და დღეს მხარს უჭერს იმავე პოლიტიკურ გუნდს, რომელიც წარსულში მიაჩნდა უმძიმეს დანაშაულებში დამნაშავედ, ეს არის არათანმიმდევრული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა 2013–2018 წლებში ეკავა. თავის დროზე მან არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმარჯვა, თუმცა პრეზიდენტის რანგში იგი ღია კონფრონტაციაში იყო ხელისუფლებასთან.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0